რეანიმაციის შემდგომი პერიოდი
პაციენტები, რომლებიც რეანიმაციიდან გაეწერნენ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
საექთნო მოვლის სამსახური · თბილისი
ნიუ მედ ჰაუსი — სტაციონარული ტიპის საექთნო მოვლის დაწესებულება პაციენტებისთვის, რომლებსაც გაწერის შემდეგ მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობა და მოვლა სჭირდებათ.
ოჯახებისთვის
ვერ უვლით რეანიმაციიდან გამოწერილ პაციენტს?
ვერ უზრუნველყოფთ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას?
თქვენი პაციენტი პალიატიური არ არის და წინსვლის პერსპექტივას ხედავთ?
შემოგთავაზეს ბინაზე გაწერა, მაგრამ შინ წაყვანას ვერ ახერხებთ?
ნიუ მედ ჰაუსის პროფესიონალთა გუნდი თქვენ გვერდითაა.
ჩვენ შესახებ
ნიუ მედ ჰაუსი წარმოადგენს სტაციონარული ტიპის საექთნო მოვლის დაწესებულებას. ვემსახურებით ადამიანებს, რომლებმაც მკურნალობა სტაციონარულ-სამკურნალო დაწესებულებაში გაიარეს და გაეწერნენ, თუმცა მათი ფიზიკური მდგომარეობა კვლავ საჭიროებს მედპერსონალის მუდმივ მეთვალყურეობასა და მოვლას.
გთავაზობთ პაციენტის მოვლის იმ ხარისხს, რომლის მიღწევაც ბინაზე საექთნო პოსტის მოწყობის შემთხვევაშიც კი შეუძლებელია. ამას განაპირობებს ექიმი-რეანიმატოლოგის ყოველდღიური ვიზიტი და, საჭიროების შემთხვევაში, სანაციური ბრონქოსკოპია — დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
ჩვენს დაწესებულებას ანალოგი არ გააჩნია ქვეყნის მასშტაბით.
ვის ვემსახურებით
პაციენტები, რომლებიც რეანიმაციიდან გაეწერნენ და მუდმივ მეთვალყურეობას საჭიროებენ.
მათ შორის პაციენტები ტრაქეოსტომიით.
მოვლა და მეთვალყურეობა ტრავმის შემდგომ პერიოდში.
ეს მხოლოდ მაგალითებია — თქვენი პაციენტის შესახებ დაგვირეკეთ და გაგიწევთ კონსულტაციას.
უპირატესობები
პაციენტს ყოველდღე ნახულობს ექიმი-რეანიმატოლოგი.
საჭიროების შემთხვევაში — დამატებითი ანაზღაურების გარეშე.
მედპერსონალი მუდმივად აკვირდება პაციენტის მდგომარეობას.
კვალიფიციური საექთნო მოვლის სერვისი თქვენი პაციენტისთვის.
ყველაფერი, რაც თქვენი პაციენტის მოვლისთვის არის საჭირო.
მყუდრო, ოჯახური და ოპტიმალური გარემო პაციენტისთვის.
გარემო
კონტაქტი
დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ. გიპასუხებთ ყველა კითხვაზე მოვლის პირობებისა და პაციენტის მიღების შესახებ.